საბერძნეთი: ტაქსის მძღოლებისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობები – Georgians.gr

საბერძნეთი: ტაქსის მძღოლებისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობები

ტაქსებისა და მათი მძღოლების სახელი სხსენება დიდი ხანია ნეგატიურ რეაქციას იწვევს. ყველას გვაქვს ისტორია გასახსენებლად, როგორ წავიდა ტაქსი არასწორი გზით, რის გამოც გადასახადი დაგვემატა, როგორ გაგითიშეს მაშინ,როცა საუბარი დასრულებული არ გქონდა, როგორ დაგვეკარგა სამუდამოდ ბარგი,რომელიც ტაქსში დაგვრჩა. ტაქსის მძღოლი ყოველთვის გიყვებათ საინტერესო ან დეპრესიულ ისტორიებს რათა თქვენი “მოგზაურობა” უფრო მომხიბვლელი გახდეს.

ჩვენ დავუკავშირდით კონსტანტინოს მუნიციპალიტეტს, რათა გადაგვეჭრა მოცემული პრობლემები და მათთვის კითხვებით მიგვემართა.

ნებადართული ტაქსის სადგომები:

ლეგიტიმურია ომონიასთან, ჰიპოკრატესთან, მონასტირაკს პატისიონსა და მელეთიოსთან ნაჩვენებ “ტაქსის სადგომთან” მდგარი ტაქსები ისიც იმ შემთხვევაში, თუკი სადგომსა და ტაქსს შორის მანძილი 50 მეტრს არ აღემატება, ხოლო დანარჩენ ადგილებში მყოფი ტაქსები უკანონობაა.
ნაკლები კომფორტი:

კანონის მიხედვით, თუ კი ტაქსის მომხმარებელი არაჰიგიენურია და ანაგვაინნებს ტაქსს, იგი ვალდებულია ავტომობილი სამრეცხაოში მიიყვანოს, ხოლო თუ კი პირიქით მოხდა ეს პასუხისმგებლობა ტაქსის მძღოლს ეკისრება.
ბარგი:

ტაქსის მძღოლი ვალდებულია ავტომობილიდან გადმოვიდეს აიღოს მომხმარებლის ბარგი და ჩადოს საბარგულში, მისი ადგილზე მიყვანის შემდეგ კი ბარგი უნდა გადმოიტანოს და ტროტუარამდე მიატანინოს მომხარებელს. თუ კი ბარგი 10 კილოზე მეტია მომხმარებელს დამატებით 0,40 ევროს გადახდა ევალება.

თუ ჩემოდანი დაკარგეთ:

ჩემოდნის ტაქსში დარჩენი შემთხვევაში ტაქსისი მძღოლი ვალდებულია დარეკოს პოლიციაში. ხშირად მძღოლმაც არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, ამ შემთხვევაში ადვილი შესაძლებელია მისი ნომრის მოძიება და ჩემოდნისა თუ სხვა დარჩენილი ნივთის პოვნა.

გადასახადი:

ტაქსის მძღოლისთვის კარგია თუ კი თქვენს მიერ გავლილი მანძილი 50–200ევროს ღირებულებისაა, თუმცა თუ კი ასე არ არის, მათ სურთ გააფუჭონ მრიცხველი და უფრო მეტი გადაიხადოთ. რა თქმა უნდა ეს ძალიან სარისკოა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში შეგიძლიათ გააჩეროთ ტაქსი და გადაუხადოთ იმის საფასური რაც აღნიშნულ ფაქტამდე უკვე იარეთ.

მარშრუტი:

ტაქსის მძღოლს ევალება იკითხოს სად მიბრძანდებით, პასუხის არ მიღების შემთხვევაში კი გელოდებათ. თუ თქვენი პასუხი მსგავსი შინაარსისაა “რაც შეიძლება მალე” სიჩქარესთან ერთად იცოდეთ, რომ გადასახადიც იზრდება.

ცხოველები:

 

ცხოველს აუცილებლადთან უნდა ჰქონდეს რამდენიმე დოკუმენტი და უნდა იყოს გალიაში. ავტომობილის დასვრის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია ტაქსი სამრეცხაოში დატოვოს.

მუსიკა:

ახალი ამბების, მუსიკის, სპორტისა თუ სხვა რადიო სიგნალებს ტაქსის მძღოლმა შეუძლია უსმინოს მაშინ, როცა მარტო იქნება.  იმ წუთიდან როცა მომხმარებელი ავტომობილიში ჩაჯდება შეუძლია თქვას “გამორთეთ თუ შეიძლება” რაც ყველაზე ეთიკური ფორმაა. ტაქის მძღოლს თავისხმრივ უფლება უთხრას მოუწესროგრბელ ადამიანს ისარგებლოს ტაქსის მომსახურებით.

ორმაგი მისია:

არავის აქვს უფლება ტაქსს საფასური მაშინ გადაუხადოს, როცა უკან აბრუნებთ მაგალითად თქვენი სახლიდან მიდით დანიშნულების ადგილამდე შემდეგ ისევ სახლში. ამ შემთხვევაში თანხას იხდით პირველი შესრულებული დავალებისას,

გაფუჭებული მრიცხველები:

თუ მომხმარებელი შეატყობს, რომ მრიცხველი გაფუჭებულია და ზედმეტს წერს, შუძლია მიმართოს ატიკას პოლიციას, ან საჩივარი დაწეროს და ამხილოს მრიცხველის გამფუჭებელი ტაქსის მძღოლი

melano

ტესტ