fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

საბერძნეთი: სოციალური დახმარება გათბობის და ქონებრივ გადასახადებზე

საბერძნეთის მთავრობა სოციალური დახმარების კიდევ ერთ პაკეტს ამზადებს. ეს ყველაფერი ეხება ქონებრივ გადასახადებს, რომელიც როგორც ცნობილი გახდა, 2019 წლის 1 იანვრიდან 30%-ით შემცირდება და ასევე, გათბობის გადასახადებს.

კერძოდ, ვის საცხოვრებელ ბინაშიც გათბობა საწვავის საშუალებით მუშაობს, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც გადასახადი შემცირდება:

ერთი მოსახლე: წლიური შემოსავალი – 12, 000 ევრომდე – საცხოვრებლის ღირებულება 100, 000 ევრომდე.

წყვილი, შვილების გარეშე: შემოსავალი 20, 000 ევრომდე – საცხოვრებლის ღირებულება 200, 000 ევრომდე.

დაქორწინებული წყვილი, ორი შვილით : შემოსავალი – 24, 000 ევრომდე – საცხოვრებლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 200, 000 ევროს.

ოჯახი, სამი ან მეტი შვილით: შემოსავალი – 26, 000 ევრომდე – საცხოვრებლის ღირებულება 200, 000 ევრომდე.

მარტოხელა მშობელი: შემოსავალი 22,000 ევრომდე + 2, 000 ევრო თითოეულ ბავშვზე – საცხოვრებლის ღირებულება ასევე არ უნდა აღემატებოდეს 200, 000 ევროს.

 

onalem

ტესტ