fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სკოლის ბავშვებით სავსე ავტობუსი გზაზე გადაბრუნდა

14-მდე ბავშვი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. სკოლის ავტობუსი, რომელსაც დღეს დილით ბავშვები ალექსანდროპულში ტურზე მიჰყავდა, გზაზე გადაბრუნდა.

ინციდენტი დაახლოებით 08:00 საათზე, სასოფლო გზის 39-ე კილომეტრზე მოხდა, სერესსა და კავალას შორის. ავტობუსში სულ 40 მგზავრი იჯდა, სკოლის მასწავლებლები, მშობლები და ბავშვები.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი ცდილობდა თავიდან აეცილებინა სატვირთოსთან შეჯახება, შედეგად კი, ავტობუსი გადაბრუნდა.

თითოეული მგზავრი, როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები, გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში. როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იძებნება სატვირთოს მძღოლი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან სწრაფად მიიმალა.

onalem

ტესტ