fbpx
საბერძნეთისხვადასხვა

საბერძნეთი: სიცხის ახალი ტალღა მომდევნო დღეებში

საბერძნეთის მოსახლეობასა და ჩამოსულ ტურისტებს მომდევნო 10 დღის მანძილზე კიდევ ერთი სიცხის ტალღის გადატანა მოუწევთ.

ეროვნული მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურის მატება სამშაბათიდან დაიწყება და პარასკევამდე შენარჩუნდება.

სავარაუდოა, რომ ტემპერატურა მინიმუმ 41 გრადუსამდე გათბება ოთხშაბათს და ასევე ხუთშაბათს, ცენტრალური საბერძნეთის რამდენიმე ნაწილში.

პარასკევს ქვეყანაში მდგომარეობა ოდნავ შემსუბუქდება, ვინაიდან ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით შემცირდება.

საბერძნეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ მოსახლეობა უნდა მოერიდოს გარეთ გასვლას, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე და უნდა შეეცადოს შედარებით გრილ ადგილებში განთავსდეს.

ათენის მუნიციპალური ხელისუფლება ხალხისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის 9 ადგილს გახსნის, სადაც კონდენციონერები იქნება დამონტაჟებული.

ბოლო 10 წლის მანძილზე საბერძნეთში ყველაზე ცხელი ზაფხული წელს დაფიქსირდა.

onalem

ტესტ