fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: შშმ ქალს, რომელსაც 5 შვილი ჰყავს, დენის ჩაჭრით ემუქრებიან

ათინა პლენორაკი ბერძენი ქალია, რომელიც ირაკლიოში ცხოვრობს და ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. ის  protothema.gr-თან საჩივარს გამოთქვამს და ამბობს, რომ DEH-ს თანამშრომლები მას ელექტრო ენერგიის ჩაჭრით ემუქრებიან.

ფინანსური პრობლემების გამო ოჯახს არ შეუძლია დაფაროს გადასახადები, რის გამოც, დაგროვილმა ვალმა უკვე 3, 600 ევროს მიაღწია.

მან სცადა, რომ თანხა ნაწილობრივ გადაეხადა, მაგრამ თავდაპირველად 1, 500 ევროს შეტანა მოსთხოვეს, რაც მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

ათინას ხუთი შვილი ჰყავს და დახმარების სახით 700 ევროს იღებს, რაც მხოლოდ საკვების, რძისა და ბავშვების პამპერსებისთვის ჰყოფნის. მისი უფროსი შვილი 16 წლისაა.

“ისინი მოვიდნენ და დამემუქრნენ. მე ვთხოვე თვის ბოლომდე დამლოდებოდნენ, რადგან ჩემი შვილები ელექტრო ენერგიის გარეშე ვერ იქნებიან. შემდეგ მითხრეს, რომ დენს მალე ჩაგვიჭრიან. ვცდილობ მერსა და ეპისკოპოსს მივმართო, მაგრამ არ გამომდის. ერთი წლის წინ მუნიციპალიტეტში მივედი, თუმცა, გარეთ გამოგვყარეს,” ამბობს ის.

 

onalem

ტესტ