fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: შშმ პირი გემზე ავტომობილებთან ერთად იყო “გაჩერებული”

მას დასვენება კუნძულ თასოსზე სურდა. ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის ეს ადვილი ამოცანა იქნებოდა, მაგრამ არა დიმიტრის ანტონიუსთვის, რომელიც 12 წლის განმავლობაში ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული.

ფეისბუქზე ატვირთულ პოსტში დიმიტრის ანტონიო წერს: “მე აქ მხედავთ ინვალიდის ეტლით, მანქანაში გაჭედილს, მანქანების პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილას, გემზე. იცით რატომ? მე ვიფიქრე, რომ წელს  2-3 დღით კავალაში დამესვენა და ვფიქრობდი, რატომაც არა, წავალ კუნძულზეც.”

თუმცა, მისი ტანჯვა დაიწყო, როდესაც იგი თასოსისკენ მიმავალ გემზე ავიდა, სადაც არ იყო სპეციალური შესასვლელი შშმ პირებისთვის: “გემზე არ არის სპეციალური ასასვლელი (ლიფტი ან რაიმე მსგავსი) ისე, რომ ინვალიდის ეტლით შეეძლოს მანქანიდან გადმოსვლა და გემბანზე ასვლა “.

და მადლიერიც კი უნდა იყოს რომ მანქანაში დარჩა: “წარმოიდგინეთ, რომ მე ჩემი მეგობრები გავუშვი გემბანზე სურათების გადასაღებად (და ისინი” იძულებული “იყვნენ ჩემთან ერთად დარჩენილიყვნენ მანქანაში), რომ ასე მაინც შევძელი ხედით ტკბობა.

onalem

ტესტ