საბერძნეთი: სატანისტური რიტუალები გარდაცვლილი წყვილის ნაქირავებ სახლში

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საბერძნეთის კუნძულ კეფალონიაზე ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ტურისტი სატანისტური რიტუალის მსხვერპლი გახდა. მათ მიერ ნაქირავებ სახლში ათობით სანთელი, სხვადასხვა მედალიონები და რიტუალების ჩასატარებლად საჭირო ნივთები აღმოაჩინეს. ნელნელა საქმის დეტალები ცნობილი ხდება.

კერძოდ, თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გოგონაც და მამაკაციც გერმანიის მოქალაქეები იყვნენ და მათ გვამებს დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა, დადასტურებული ინფორმაციით, 23 წლის გოგონა ბულგარელია, ხოლო 30 წლის მამაკაცი გერმანელი.

ასევე, არ იყო ცნობილი, თუ ზუსტად რა მდგომარეობაში იპოვეს მათი გვამები. ახლა კი ვითარება შეიცვალა.

პოლიციის ვარაუდებს ამყარებს ფაქტი, რომ მათი გარდაცვალების ღამე სავსე მთვარე იყო, რაც სატანიზმის ექსპერტების თქმით, შავი მაგიის გამოყენებისთვის საუკეთესო დროა. მთვარის ძალამ წყვილს თვითმკვლელობისკენ “უბიძგა”, რითიც მათ სატანას შესწირეს თავი.

ფოტოები 23 წლის გოგონას ფეისბუქიდან არის ამოღებული. სცენა კი, რომელიც სახლის მფლობელმა და პოლიციამ ადგილზე მისვლისას ნახა, უბრალოდ, შოკისმომგვრელია. მამაკაცი სააბაზანოში, ნახევრად შიშველი, გულში დანაჩარტყმული იპოვეს. ის სისხლში ცურავდა. ხოლო 23 წლის ბულგარელი გოგონა დივანზე იწვა, თუმცა გამოიყურებოდა, როგორც მძინარე, ეხურა საბანი და აქაც უამრავი სისხლი იყო.

სასამართლო ექსპერტი გვამების გაკვეთის შემდეგ აცხადებს, რომ პირველად მამაკაცი გარდაიცვალა და მან დანა გულში თავად ჩაირტყა. თუმცა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ სხვა დაზიანებები, რომელიც იქამდე მიიყენა, სიკვდილისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. გოგონა კი სისხლისგან დაიცალა და არსებობს ვარაუდი, რომ მამაკაცი გოგონას დაეხმარა უფრო სწრაფად მომკვდარიყო. ჯერ კიდევ არის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რის შემდეგაც ინფორმაცია უფრო დაზუსტდება.

melano

ტესტ