fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: სასულიერო პირმა თავისი ვაჟის ნიშნობამდე თავი მოიკლა

ტრაგედიის შესახებ Protothema.gr იუწყება. ინციდენტი ვოლოსში მოხდა და მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

კერძოდ, სასულიერო პირმა, 61 წლის მღვდელმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მისი ოჯახის წევრები და სრულიად ვოლოსის საზოგადოება შოკშია მომხდარით, ვინაიდან ცნობილი გახდა, რომ იმ საღამოს მას თავისი ვაჟისთვის ჯვარი უნდა დაეწერა.

პოლიცია თვითმკვლელობის მიზეზების დასადგენად მუშაობს.

onalem

ტესტ