fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სანაპიროები, რომლებიც ცურვისა და გარუჯვისთვის შესაბამისი არ არის

ზაფხული მოვიდა და შესაბამისად, ადამიანები სანაპიროებზე გასასვლელად ემზადებიან. ამასთანავე, აუცილებელია იცოდეთ ატიკის სანაპიროების მდგომარეობა, თუ სად არის ცურვისა და გარუჯვისთვის შესაბამისი პირობები.

გარემოს კვლევის ეროვნული სააგენტოს (Πανελλήνιο Κέντρο Οικολογικών Ερευνών) ინფორმაციით, ატიკაში და მის გარეთ მდებარე 163 სანაპიროდან, რომელსაც ხალხი ხშირად სტუმრობს, 98 მათგანი (60,12%) ცურვისა და გარუჯვისთვის შესაბამისია, ხოლო აქედან 65 სანაპიროზე წასვლა რეკომენდებული არ არის.

ზოგადად, ატიკის 75 სანაპირო ჯანმრთელობისთვის საშიშია, რაც გამოწვეულია დაბინძურების მაღალი დონით, ხოლო 88 მათგანზე თავისუფლად შეგიძლიათ ცურვა.

*ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება და შესწავლა PAKOE-ს სერტიფიცირებული ლაბორატორიების მიერ 16-დან 24 მაისის ჩათვლით გრძელდებოდა.

onalem

ტესტ