fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: სანაგვეზე იპოვეს ტომარა, რომელშიც ქალის მოჭრილი გენიტალიები იყო მოთავსებული

ლარისაში, რკინიგზის სადგურთან ახლოს, სანაგვეში ქალის მოჭრილი სასქესო ორგანოები აღმოაჩინეს.

მამაკაცმა, რომელმაც გენიტალიებით სავსე ტომარა იპოვა, მაშინვე პოლიციას შეატყობინა. ისინი სწრაფად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. ტომარაში ქალის 21 სასქესო ორგანო იყო მოთავსებული.

პოლიციამ ადამიანის სხეულის ნაწილები მაშინვე გააგზავნა ათენის სამედიცინო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიაში, გამოსაკვლევად, რათა შემთხვევას რაიმე სახის ახსნა მოეძებნათ.

რამდენიმე დღის შემდეგ, ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აღნიშნული გენიტალიები წარსულში რომელიმე პათოლოგიის ლაბორატორიაში იყო, სადაც რამდენიმე ექსპერიმენტისა და ტესტისთვის გამოიყენეს. ექიმები გადაყრილი გენიტალიების რაოდენობით გაოცებული იყვნენ.

თუ გენიტალიები მართლაც მხოლოდ ექსპერიმენტის მასალა იყო, საინტერესოა, თუ რატომ გადაყარეს ისინი სანაგვეზე.

სხვა ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ როდესაც ადამიანის სხეულთან დაკავშირებით რაიმე საჭირო კვლევა ხორციელდება, შემდეგ საჭიროა ამ ორგანოების დაწვა, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამის გამო, შესაძლოა მათი გადაყრა ამჯობინეს.

პოლიციის ინფორმაციით, მსგავსი ქმედებები დამახასიათებელია კერძო გინეკოლოგიური კლინიკებისთვის, რომლებიც არაკანონიერ პროცედურებს ხშირად ახორციელებენ.

ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ათენის პროკურატურაში.

onalem

ტესტ