fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: სამუდამო პატიმრობა უცხოელ მამაკაცს სამი შვილის მამის მკვლელობისთვის

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ 33 წლის უცხოეთის მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად სამი შვილის მამის მკვლელობა ედება, რომელიც განზრახ, საღ გონებაზე ჩაიდინა.

კერძოდ, ვოლოსში 33 წლის ალბანელი 29 წლის ახალგაზრდა მამაკაცს მანქანით დაეჯახა. 29 წლის მამაკაცი სამი მცირეწლოვანი შვილის მამა იყო.

როგორც გაირკვა, ინციდენტი უბედური შემთხვევა არ ყოფილა და მას ალბანელი განზრახ დაეჯახა. სასამართლოზე ითქვა, რომ მან დანაშაული სრულიად საღ გონებაზე და გააზრებულად ჩაიდინა.

გუშინ პროცესის დასასრულს ის დამნაშავედ სცნეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ცნობილია, რომ მათ შორის პირადი უთანხმოება არსებობდა, თუმცა, როგორც ბერძნული მედია იუწყება, პრობლემები იმდენად სერიოზული არ იყო, რომ ალბანელს 29 წლის ბერძენი სასიკვდილოდ გაეწირა.

onalem

ტესტ