fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: სამი მოსწავლე 10 წლის თანაკლასელის გაუპტიურებაშია ბრალდებული

ვოლოსში, სასამართლოს სხდომაზე შოკისმომგვრელი და ძალიან სენსიტიური საქმე განიხილეს. საუბარია სამ სკოლის მოსწავლეზე, რომელთაც თავიანთი 10 წლის თანაკლასელი სკოლის ტუალეტში გააუპატიურეს.

კერძოდ, taxydromos.gr-ის მიხედვით, 10 წლის ბიჭის მამამ პოლიციაში საჩივარი შეიტანა. მისი თქმით, შვილმა მოუყვა, თუ როგორ იძალადეს მასზე ორმა ბიჭმა და ერთმა გოგონამ შესვენებაზე სკოლის ტუალეტში.

ვოლოსში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არასრულწლოვანთა საქმეზე გადაწყვეტილებებს 2018 წლის 25 იანვარს მიიღებს. სამი მოსწავლე, ორი ბიჭი და ერთი გოგონა ბრალდებული არიან არა მხოლოდ გაუპატიურებაში, არამედ სხეულის განზრახ სერიოზულ დაზიანებაში. დადგინდა, რომ ისინი ბიჭს სექსუალურად 2016 წლიდან ავიწროვებდნენ, შემდეგ კი საბრალო ბავშვი კონკრეტული ფაქტის წინაშე დადგა.

მათ 10 წლის თანაკლასელი ბიჭი სკოლის ტუალეტში შეიყვანეს, ხელ-ფეხი შეუკრეს და პირიც აუკრეს, რათა გაუპატიურების დროს დახმარების სათხოვნელად არ დაეძახა.

ამ შემთხვევაში დამნაშავეები არიან არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მასწავლებლები და მშობლებიც, რომლებიც საკუთარ შვილებთან გულგრილ დამოკიდებულებასა და უყურადღებობაში არიან ბრალდებულნი. საქმეში ჩართულები არიან ბავშვთა ფსიქოლოგებიც.

onalem

ტესტ