საბერძნეთი: საგზაო წესების დამრღვევი პირები იძულებითი სამუშაოთი დაისჯებიან – Georgians.gr

საბერძნეთი: საგზაო წესების დამრღვევი პირები იძულებითი სამუშაოთი დაისჯებიან

საბერძნეთის მთავრობა ცდილობს, გზებზე უპასუხისმგებლო ქცევა აღკვეთოს და ამისთვის განიხილავს საკითხს, კანონდამრღვევ პირებს დაეკისროთ სავალდებულო საჯარო სამსახური. ამის შესახებ განცხადება ტრანსპორტის სამინისტრომ გააკეთა.

საგზაო უსაფრთხოების სემინარზე მინისტრმა განაცხადა, რომ დამნაშავეები იმუშავებენ საჯარო საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის სისტემის სხვა დაწესებულებებში, რათა გააცნობიერონ საკუთარი ქცევის მოსალოდნელი შედეგები.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტთა რაოდენობის შემცირებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რაშიც მოიაზრება საგზაო უსაფრთხოების ნორმების სწავლება სკოლებში და დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დაწესება.

melano

ტესტ