fbpx
ემიგრაციული სიახლეებისაბერძნეთი

საბერძნეთი: საბოლოოდ, გვჭირდება თუ არა AMKA ელექტრონული ბარათის შესაძენად?!

ახალი სისტემის დამონტაჟებამ და ქაღალდის ბილეთებიდან ელექტრონულ ბარათებზე გადასვლის პროცესმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. განსაკუთრებით ეს ეხებათ ემიგრანტებს, რომლებიც საბერძნეთში იმყოფებიან და არ აქვთ ოფიციალური ბინადრობის ნებართვა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბარათების ასაღებად საჭირო დოკუმენტებია პასპორტი, პირადობის მოწმობა, ფოტო და AMKA. ეს კი ნიშნავს, რომ ვინც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება და არ აქვს AMKA, ბარათს ვერ შეიძენს.

საბოლოოდ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ნებისმიერ ადამიანს მხოლოდ პასპორტით შეუძლია აიღოს ელექტრონული ბარათი. ამას ადასტურებს OASA და ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბარათები მხოლოდ პასპორტის მეშვეობით.

არ არის აუცილებელი წარადგინოთ AMKA იმისთვის, რომ სამგზავრო ბარათი შეიძინოთ. 

onalem

ტესტ