fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: საავადმყოფოში ოპერაციის მსვლელობისას ცეცხლი გაჩნდა

ΠΑΓΝΗ-ის საოპერაციო ოთახში დღეს ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როცა ექიმები ოპერაციას ატარებდნენ.

კერძოდ, ინციდენტი კრეტაზე, ირაკლიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაახლოებით შუადღის 1 საათზე განგაში ატყდა.

ცეცხლი განათებიდან გაჩნდა, რომელსაც ექიმები სწორედ ოპერაციისას, ზემოდან დასანათებლად იყენებენ. მოკლე ჩართვის გამო საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარე პაციენტის თავზე, ფაქტობრივად, ხანძარი გაჩნდა.

ცნობილია, რომ ცეცხლის ჩაქრობა მაშინვე მოახერხეს და არავინ დაშავებულა. ექიმებმა და ექთნებმა პირველ რიგში პაციენტზე იზრუნეს, რათა ის ოთახიდან უვნებლად გამოეყვანათ.

ინციდენტის შემდეგ, ყველა ის ოპერაცია, რომელიც ამ ოთახში იყო დაგეგმილი, გაუქმდა.

საავადმყოფოს ხელმძღვანელობის განცხადებით, ჩატარდება სამუშაოები და მას შემდეგ, რაც ყველაფერი აღდგება, საოპერაციო ოთახი ფუნქციონირებას განაგრძნობს.

onalem

ტესტ