fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: საავადმყოფოდან პაციენტს ინვალიდის სავარძელი მოპარეს

იმას, რაც კრეტაზე მდებარე საავადმყოფოში ხდება, უკვე ეწოდა “ეპიდემია”. ავტოსადგომზე მუდმივად ქურდავენ მანქანებს, თუმცა, გასულ იავარში მომხდარმა შემთხვევამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

კერძოდ, ერთ-ერთი სიმსივნით დაავადებული ქალის ნათესავმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა შემთხვევის შესახებ, რომელიც მათ გადახდათ. ქალს მოტორული პრობლემები აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

მისი განცხადებით, საავადმყოფოში ქალს ინვალიდებისთვის განკუთვნილი სავარძელი მოპარეს და ქურდს ხელი ვერავინ შეუშალა. ქალს, ფაქტობრივად, წაერთვა საშუალება დაეტოვებინა საავადმყოფო.

ჩანს, რომ კრეტას ერთ-ერთ ყველაზე დიდ საავადმყოფოში ყველას შეუძლია შევიდეს და მოიპაროს რაც მოესურვება, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე არიან უსაფრთხოების თანამშრომლები.

onalem

ტესტ