fbpx
ემიგრაციული სიახლეები

“საბერძნეთი საოცნებო სასაფლაოა”, რადგან ის ბერძნები, რომლებიც ქვეყნიდან მიდიან, უკან აღარ ბრუნდებიან

“თითქმის ნახევარი მილიონი ბერძენი გახდა ეკონომიკური მიგრანტი,კრიზისის გაჩენის თანავე”, წერს ამერიკული გაზეთი და აღნიშნავს, -“ჯერ კიდევ მიდიან”. ვრცელ სტატიაში ამერიკული გაზეთი ეხება ბერძნებს, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ, განსაკუთრებით გერმანიაში, ეკონომიკური კრიზისის გამო და არ აპირებენ უკან დაბრუნებას. სიტუაცია არ იცვლება. როდესაც ხვდები,რომ შენი ქვეყანა ოცნებების სასაფლაოდ იქცა, სხვაგან ცდილობ ოცნებების ახდენას, -განაცხადა გაზეთში კონსტანტინოს კაკოიანისმა, ერთ-ერთი იმ მრავალი ბერძენ ინჟინერთაგან, რომელიც ბოლო წლებში დიშელ დორფისთვის გაემგზავრა.
ეხება იმ ბერძნებს, რომლებიც ემიგრირებულნი არიან ეკონომიკური კრიზისის გამო, განსაკუთრებით გერმანიაში.მიუხედავად იმისა,რომ ევროპა საბოლოოდ გამოდის ეკონომიკური კრიზისისან, საბერძნეთი ჯერ კიდევ გამოწვევების წინაშე დგას.თითქმის ნახევარი მილიონი ბერძენი გახდა ეკონომიკური მიგრანტი,მას შემდეგ, რაც კრიზისი დაიწყო, ერთ-ერთი ყველაზე მასიური გასვლა ევროზონის წევრი ქვეყნიდან.
ჯერ კიდევ მიდიან წერს ნიუ იორკ ტაიმსი და აღნიშნავს რომ მათ შორის არიან ექიმები,ტექნიკოსები, არქიტექტორები და სხვა პროფესიონალები , ასევე ის ადამიანები ,რომლებმაც ცოტახნის წინ დაამთავრეს სწავლა და ეძებენ სამსახურს ჩრდილოეთ ევროპაში. უახლოეს პერიოდში ალექსის ციპრასმა გამოაქყვეყნა ახალი ეკონომიკური გეგმა საბერძნეთისთვის და მოუწოდა ბერძნებს, დაბრუნდნენ, რათა თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის აღმშენებლობაში, ნათქვამია მოხსენებაში.
“მიუხედავად ამისა , ბევრი წასული ბერძენისთვის ოპტიმიზმი ნაადრევია. ბერძნების ერთი მეხუთედი რჩება უმუშევარი და ფინანსური მდგომარეობა ნაკლებად სახარბიელოა ათი წლის წინ”, ასევე აღნიშნავს ,რომ პოლიტიკურმა გაურკვევლობამ იტალიაში ევროს მომავალთან დაკავშირებით, შეიძლება ძირი გამოუთხაროს იმ პროგრესს, რომლისთვისაც მიუღწევია საბერძნეთს. პროგრამა შეიძლება დასრულდეს მაგრამ არ მთავრდება პრობლემები. როდესაც ეკონომიკა ნადგურდება მრავალი წელო სჭირდება მის აღორძინებას”,-ამბობს ვასილის კაპოღლუ, რომელმაც 2013 წელს საბერძნეთიდან წამოსვლისას დააარსა ჩრდილოეთ რინი- ვესთფალიის ბერძენ ინჟინერთა გაერთიანება.
პროგრამა შეიძლება დასრულდეს, მაგრამ არ მთავრდება პრობლემები,რომლებიც ხალხს შეეხო”,-ამბობს ის. დღეს ჩრდილოეთ რინი-ვესთფალიაში დადგენილია,რომ 130 ათასი ბერძენი ავსებს სამუშაო ადგილებს ტექნოლოგიების,ტელეკომუნიკაციების, სამშენებლო კომპანიების სფეროში და ასევე ბანკებში საავადმყოფოებსა და აფთიაქებში. ბოლო წლებში იმდენი ბერძენი დასახლდა დიუსელდორფში, რომ უკვე პატარა ათენია შექმნილი.
“მთავარი მატარებლის სადგურთან არის ბერძნული რესტორნები და კაფეები, ისინი სავსეა ბერძენი ახალგაზრდებით, რომლებიც ფრაპეს სვამენ და სიგარეტს ეწევიან, სცენა,რომელიც ათენის სცენას გაგახსენებთ. მიგრაციის პირველ ხაზზე იმყოფებიან ინჟინრები. მიუხედავად იმისა,რომ ინვესტორები განახლებულ ინტერესს ამჟღავნებენ საბერძნეთის მიმართ, მშენებლობასა და ტექნოლოგიურ განვითარებასთან დაკავშირებული პროექტები კვლავ იბრძვიან. “არანაირი განვითარება საბერძნეთში”.
ინჟინრები ქვეყნის განვითარებასთან ასოცირდებიან, აცხადებს მართა უზუნიდუ, ქიმიური ინჟინერი თესალონიკიდან, რომელიც დიუსელდორფში გაემგზავრა გასულ ოქტომბერს. “მაგრამ,არანაირი განვითარება არ არის საბერძნეთში”,ამბობს ის. ინჟინრებს ,რომლებიც უკან რჩებიან, როგორც წესი, მხარს უჭერენ მათი მშობლები ან დაბალანაზღაურებად სამსახურს შოულობენ, ამბობს ბატონი კაპოღლუ. ერთ-ერთ კაფეში, გასულ შაბათს მიიღეს ბევრი “ახალბედა” ბერძენი დიუსელდორფში. მათ შორის იყო მინიმუმ ხუთი ინჟინერი ,რომლებიც უკანასკნელ თვეებში გადაცხოვრდნენ და მალევე დასაქმდნენ. კლუბი ამ დროისთვის 900 ადამიანს ითვლის. “გერმანელები მიესალმნენ ამ ფაქტს. მათ უნდათ მაღალკვალიფიციური ხალხი” ,-განაცხადა ბატონმა კაპოღლუმ. ეს ირონიულია მათი ოჯახებისთვის , საბერძნეთში.
ბევრი ბერძენი ადანაშაულებს ანგელა მერკელს ამ ყველაფერში, აღნიშნავს ნიუ იორქ თაიმსი. მაგრამ წასული ბერძნები თავიანთი მთავრობით უკმაყოფილონი არიან და ამბობენ,რომ წლების მანძილზე არასწორად იმართებოდა ეკონომიკა, ვერ აღმოიფხვრა კორუფცია. ბატონი კაკოიანი, რომელიც თავის პარტნიორთან ერთად წავიდა, ამ გადაწყვეტილებას 2016 წლამდე ეწინააღმდეგებოდა. მანამდე მან სამი კვლევა ჩაატარა, რომლითაც ძლივს იხდიდა ქირას, მიუხედავად მისი ოჯახის რეაქციისა, მან საზღვარგარეთ გაგზავნა თავისი რეზიუმე და მალევე შესთავაზეს ორი სამუშაო ადგილი Silicon valley-ში. იგი დიუსელდორფში დამკვიდრდა, რომ უფრო ახლოს ყოფილიყო საბერძნეთთან. მის პარტნიორს, კალიოპი რაპტის, ჰქონდა ონლაინ ენების სწავლების კომპანია საბერძნეთში.
“მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა დაჰპირდა მცირე ბიზნესის დახმარებას, ნახევარი წელი ბიუროკრატიასთან და გადასახადებთან მოუწია გამკლავება. იმისათვის ,რომ მისი კომპანია გერმანიაში დარეგისტრირებულიყო, “ხუთი წუთი დასჭირდა ვებ-პროცედურებით. საბერძნეთში იყო განუკითხაობა. გერმანიაში მათი მიდგომაა ასეთი,-თუ დაგეხმარებით ფულის გამომუშავებაში, შენ გადასახადები უნდა გადაიხადო”, აღნიშნავს ის.
სირთულეები მიუხედავად იმისა,რომ ბევრი ბერძენი ფიქრობს გერმანიაში კარიერის და ოჯახის შექმნას, მათი გადასვლა ყოველთვის არ არის მარტივი. წვიმიანმა ამინდებმა, გერმანელი მეგობრების გაჩენის, ან ენის სწავლის სირთულემ შეიძლება გააწვალოს ისინი, რომ აღარაფერი ვთქვათ სამშობლოს ნოსტალგიაზე, დამსხვრეულ ოცნებებსა და ნელნელა იმის აღიარებაზე, რომ იდეალური ცხოვრების აწყობა მხოლოდ უცხო ქვეყანაში არის შესაძლებელი და არა სამშობლოში. ბატონი კაპაზოღლუ და მისი მეუღლე, კატერინა, იმ იშვიათ ადამიანთა კატეგორიას ეკუთვნიან , რომლებმაც შეიძლება გაბედონ დაბრუნება. თუმცა ბერძნული მთავრობის იმედი ნაკლებად აქვთ, თვლიან,რომ მომგებიან ბიზნესად გადააქცევენ თავიანთ გამოცდილებას და იმ კონტაქტებს , რომლებიც გერმანიაში გაიჩინეს.
ისინი გეგმავენ საკონსულტაციო ფირმის შექმნას, რათა მიიზიდონ რუსი და ჩინელი ინვესტორები სამშენებლო პროექტებისთვის. მაგრამ ამას შეიძლება დასჭირდეს წლები ან თუნდაც მთელი ერთი თაობა,-წერს ნიუ იორკ თაიმსი. დამახასიათებელია ბატონი კაკოიანის სიტყვები. ის აღიარებს, რომ დედამისი საბერძნეთში დაბრუნებას სთხოვს. “დავბრუნდეთ და რა? არ გვაქვს სამუშაო და მომავალი?”, პასუხობს. ის , და მისი პარტნიორი ქალბატონი რაპტი, გეგმავენ ბავშვის გაჩენას, მაგრამ არა საბერძნეთში; “გერმანიაში მომავლის იმედი გვაქვს, ისევე, როგორც ჩვენ შვილს ექნება”,-განმარტავს ქალბატონი რაპტი.