საბერძნეთი: როდის უნდა გადავწიოთ საათები ერთი საათით უკან

შემოდგომა დადგა და დღეებმა კლება დაიწყო. ზამთრის მოახლოებასთან ერთად კი საათები გადაიწევს, როგორც ეს ყოველწლიურად ხდება.

ამრიგად, კვირას 29 ოქტომბერს საბერძნეთში საათი უნდა გადავწიოთ 1 საათით უკან. ყოველ წელს ეს ცვლილება ოქტომბრის ბოლო კვირას ხდება.

ეს არის გადასვლა ზაფხულის დროიდან ზამთარის დროზე.

უფრო ზუსტად, კვირას, 29 ოქტომბერს, ღამის 04:00 საათზე (იგულისხმება ღამე, როდესაც 29 ოქტომბერი დადგება) საათი იწევა ერთი საათით უკან. რაც ნიშნავს, რომ ნაცვლად 04:00 საათისა, უკვე გვექნება 03:00 საათი.

ეს დრო შენარჩუნდება 2018 წლის მარტამდე, ვიდრე საათები კვლავ ზაფხულის დროზე არ გადავა.

melano

ტესტ