fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: რესტორნების მაგიდებზე ზეთის მრავალჯერადი ბოთლები აღარ დაიშვება

გინდათ ბერძნულ სალათზე ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი მოასხათ? ამისთვის დამატებით გადახდა მოგიწევთ, დაახლოებით 1 ევროს ოდენობით. 2018 წლის 1 იანვრიდან რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში, მაგიდებზე ზეითუნის ზეთი მრავალჯერადი გამოყენების ბოთლებით აღარ დაიშვება და მათ მცირე ზომის ბოთლები ან კონტეინერები შეცვლის.

აღნიშნული აკრძალვა დაწესდა იმისთვის, რომ მომხმარებელს ბერძნული ზეითუნის ზეთი მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიეწოდებოდეს, რასაც რესტორნებში უკვე არსებული ბოთლები და კონტეინერები ვერ უზრნველყოფენ.

სწორედ ამიტომ, ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, რესტორნებში ადამიანებს დაახლოებით 1 ევროთი მეტის გადახდა მოუწევთ, რათა საკვები ზეთის თანხლებით მიირთვან.

გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 500 ევროს შეადგენს.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ის, თუ რამდენი იქნება ზეთის ღირებულება, დამოკიდებულია კონკეტულად კვების ობიექტზე.

onalem

ტესტ