fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: რამდენიმე საათის წინ სანაგვეზე გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს

ათენის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ სანაგვეზე ჩვილი გარდაცვლილი იპოვეს.

კერძოდ, პეტრუპოლში, პინდუს ქუჩაზე უსახლკარო პირი სანაგვე ყუთებს ჩხრეკდა, როდესაც იქ ახალშობილი გარდაცვლილ მდგომარეობაში იპოვა.

ბავშვი ტომარაში იყო გახვეული.

მან შოკურ მდგომარეობაში მაშინვე პოლიციას აცნობა და ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ.

პოლიცია მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებს, რათა რაიმე ხელჩასაჭიდი იპოვონ და დაადგინონ, ვინ მიატოვა ჩვილი.

onalem

ტესტ