საბერძნეთი: რამდენია მღვდლის ხელფასი უკანასკნელი მონაცემებით

საბერძნეთის ფინანსთა სამინისტრომ სამოქალაქო მოსამსახურეთა ხელფასების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. აქ შედიან სასულიერო პირებიც.

სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ხელფასი არქიეპისკოპოსს აქვს – 2600 ევრო, შემდეგ მოდის მიტროპოლიტი – 2210 ევრო, ეპისკოპოსი და დამხმარე ეპისკოპოსი – 1820 ევრო. გარდა ამისა, კარგად მომზადებისთვის და სადოქტორო და სამაგისტრო სწავლებისთვის, თითოეულს 45-დან 75 ევრომდე ეხდება.

ახალი კანონის მიხედვით, მღვდლები მიიღებენ ხელფასს, ისევე როგორც ჩვეულებრივი დასაქმებული პირები. კერძოდ, მღვდელი უმაღლესი განათლებით აიღებს 678 ევროს, ხოლო მსახურების 10 წლის შემდეგ – 1032 ევროს, 30 წლიანი მსახურების შემდგომ – 1410 ევროს. სასულიერი პირები, რომლებიც მხოლოდ სემინარიას დაასრულებენ, აიღებენ საბაზისო 644 ევროს, ხოლო 30 წლის შემდეგ მათი ხელფასი 1099 ევრომდე გაიზრდება.

ბოლო წლებში ხელისუფლება მკცარად ზღუდავს ახალი მღვდლების მიერ მსახურების დაწყებას. კერძოდ, ახალი მღვდელი შეიძლება არჩეულ იქნას მხოლოდ 5 სასულიერო პირის გადადგომის შემდეგ.

წელს არქიეპისკოპოს იერონიმე მე-2-ეს ძალისხმევით სახელმწიფომ მღვდლებისათვის 180 ახალი ადგილი გამოყო, სადაც ისინი დასაქმდებიან, ძირითადად სასოფლო დასახლებებში.