fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: რა უფლებები გაქვთ, თუკი კონტროლიორმა უბილეთობის გამო გაგაჩერათ

ქვემოთ მოყვანილია უფლებები, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ შემთხვევაში, თუ კონტროლიორი საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთობის გამო გაგაჩერებთ.

1) თუ არ გსურთ კონტროლიორს პირადი მონაცემები გაუმხილოთ, ამის სრული  უფლება გაქვთ. შეგიძლიათ არ უთხრათ მას თქვენი სახელი, გვარი და ა.შ. ამით დანაშაულს ნამდვილად არ ჩაიდენთ.

2) კონტროლიორს არ აქვს თქვენი დაპატიმრების უფლება.

3) თქვენ არ ხართ ვალდებული, დაელოდოთ პოლიციას.

4) სთხოვეთ მძღოლს, გაგიჩეროთ მომდევნო გაჩერებაზე და კონტროლიორს ხაზგასმით უთხარით, რომ ავტობუსში დარჩენა არ გსურთ.

5) თქვენ არ ხართ ვალდებული, გაჰყვეთ კონტროლიორს პოლიციის განყოფილებაში. მას არ აქვს უფლება, ავტობუსით, სადაც უკვე იმყოფებით, წაგიყვანოთ იქ, სადაც მას სურს.

6) თუკი დაგიხურავენ კარს და ტრანსპორტიდან გასვლას ვეღარ ახერხებთ, დაუყოვნებლივ დარეკეთ ნომერზე 100, შეატყობინეთ, რომ გაყოვნებენ თქვენი სურვილისდა მიუხედავად და მოითხოვეთ პოლიციის ჩარევა, იმიტომ, რომ ეს არის დანაშაული თქვენს წინაშე.

7) იკითხეთ თანამგზავრთა სახელები და ტელეფონის ნომრები, რათა გყავდეთ მოწმე.

8) დაუყოვნებლივ დარეკეთ “ΕΠΙΒΑΤΩΝ”-ის ტელეფონზე და ითხოვეთ დახმარებას.

9) როცა პოლიცია მოვა, მოითხოვეთ მძღოლისა/კონტროლიორის დაკავება, რადგან მათ კანონი დაარღვიეს და თქვენი სურვილის მიუხედავად, დაგაყოვნეს არასასურველ ადგილას.

10) როცა პოლიციელი გკითხავთ, გსურთ თუ არა საჩივრის შეტანა, უპასუხებთ, რომ ვალდებული არ ხართ ეს გააკეთოთ, თუმცა, მათ მაშინვე უნდა დარეკონ პროკურატურაში და მიიღონ დაპატიმრების უფლება, ადამიანის უკანონოდ დაყოვნებისთვის.

11) იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის თანამშრომლები არ მოიქცევიან კანონის შესაბამისად, შეახსენებთ მათ, რომ დანაშაულს ჩადიან და მოითხოვთ მათ პერსონალურ ინფორმაციას.

12) თუ რომელიმე პოლიციელმა პირადობის მოწმობა მოგთხოვათ, აუცილებლად უნდა წარუდგინოთ ის. თუ მის ყველა კითხვას დამაკმაყოფილებლად უპასუხებთ, უფლება აღარ აქვს პოლიციის განყოფილებაში წაგიყვანოთ.

onalem

ტესტ