fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ქორწინებაში მყოფი ქალების 70% ძალადობის მსხვერპლია

“Ασκληπιείο Βούλας”-ს კლინიკის ხელმძღვანელი ანა რაზუ აცხადებს, რომ საბერძნეთში ქორწინებაში მყოფი ქალების 70% ქმრებს მხრიდან ძალადობას განიცდის. თუმცა, ამ ყველაფერში გადამწყვეტ როლს მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობა და განათლების პრობლემა არ თამაშობს.

კვლევა საავამდყოფოს მიერ 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის ივნისამდე ტარდებოდა.

აღმოჩნდა, რომ 10-დან 8 ქალი დახმარების ცხელ ხაზზე ძალიან ხშირად რეკავს. ქალებმა კრიზისის მიუხედავად, ნელნელა დუმილი დაარღვიეს და შიში გადალახეს.

კვლევის მიხედვით, დაქორწინებული ქალების 70% ცხოვრობს მამაკაცთან ერთად, რომელიც მასზე ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურად ძალადობს. ეკონომიკური კრიზისის ზრდასთან ერთად ძალადობის ფაქტებიც გახშირდა. გამოკითხული ქალების 50% უმუშევარია, თუმცა, 21%-ს კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს. ასევე, აღინიშნა, რომ განათლების საკითხის ძალადობის შემთხვევებთან ძლიერი კავშირი არ აქვს.

რაზუ ამბობს, რომ ბოლო დროს ქალებზე ძალადობის ფაქტები გახშირდა, მაგრამ ეს არ უკავშირდება თავის მხრივ მხოლოდ კრიზისს. ის მოუწოდებს ქალებს, რომ დაარღვიონ დუმილი, რადგან არსებობს ბევრი ორგანიზაცია თუ ინსტიტუტი, რომლებსაც მათი დახმარება შეუძლიათ.

onalem

ტესტ