fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ქორწილამდე რამდენიმე წუთით ადრე ქალმა საქმრო ცერემონიიდან გააგდო

საბერძნეთის ერთ-ერთ შთამბეჭდავ კუნძულზე განსხვავებული საქორწილო საღამო შედგა. პატარძალმა მიღებული შოკის მიუხედავად, გადაწყვიტა, მიწვეული სტუმრების მოლოდინი არ გაეცრუებინა.

კუნძულ ფოლეგანდროსზე ტურისტების წყვილი დასასვენებლად იყო ჩასული და ქორწილიც სწორედ ამ დროისთვის ჰქონდათ დაგეგმილი. როცა უკვე ყველაფერი მზად იყო: ბეჭდები, ტორტი, კერძები, სტუმრები, DJ, აღმოჩნდა, რომ სიძეს სხვა გეგმები ჰქონდა.

მისმა საცოლემ ტელეფონში აღმოაჩინა მესიჯები, თუ როგორ სწერდა სხვა ქალს, რომ ქორწილის ჩაშლას აპირებდა. ამიტომაც, გადაწყვიტა მისთვის დაესწრო.

გოგონამ არაფერი შეიმჩნია და ისე, რომ მოთმინე არ დაუკარგავს, დაახლოებით 35 სტუმარს უთხრა, რომ ქორწილი არ შედგებოდა, თუმცა, დაგეგმილ საღამოზე ყველა ერთად წავიდოდნენ. მხოლოდ, სიძის გარეშე.

მან როგორც თავისი, ისე საქმროს ნათესავები წაიყვანა და რესტორანში, სადაც ყველა ადგილი დაჯავშნილი იყო, მშვენიერი დრო გაატარეს.

onalem

ტესტ