fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ქალმა, რომელსაც შვილები და შვილიშვილი დაეღუპა, სასაფლაოზე თავის მოკვლა სცადა

მოხუცმა ქალმა, რომელსაც 15 დეკემბერს 27 წლის შვილიშვილი ლამიაში მომხდარ ვარიაში დაეღუპა, სასაფლაოზე თვითმკვლელობა სცადა. მან ვირთხების საწამლავი დალია. თუმცა, ეს მის ოჯახში მომხდარი პირველი ტრაგედია არ არის. მან მანამდე ორი შვილი ასევე ავტოავარიებში დაკარგა. როგორც ჩანს, მან ახლობლების დაკარგვით გამოწვეული ტკივილის ატანა ვეღარ შეძლო.

პირველი შვილი მას 16 წლის ასაკში გარდაეცვალა, მას ტრაქტორი დაეჯახა. ხოლო მეორე ვაჟი, 42 წლის კოსტას მანანასი, საზარელ ავარიას ემსხვერპლა, რომლის დროსაც მისი ფურგონი გაზით სავსე სატვირთოს შეეჯახა და აფეთქება მოხდა.

ამის შემდეგ კი ქალის 27 წლის შვილიშვილი, გიორგოს მანანასი, სულ ცოტა ხნის წინ ლამიაში დაიღუპა. ავარიას მის გარდა, კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს შუადღეს, ისევე როგორც სხვა დღეებში, ქალი სასაფლაოზე წავიდა. ის შვილიშვილის თვალებში გარდაცვლილ შვილებს ხედავდა, მაგრამ ახლა მისი დასაფლავებაც მოუწია. ამიტომ ეს მისთვის ზედმეტად რთული გადასატანი აღმოჩნდა.

სასაფლაოზე წასვლამდე მან ნათესავს შეატყობინა და თან ვირთხების საწამლავი წაიღო. სწორედ მისმა ნათესავმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება, როდესაც მიხვდა, რომ ქალი დიდი ხნის მანძილზე არ გამოჩნდა.

სასაფლაოზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი უგონო მდგომარეობაში დახვდა და ის ლამიას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

onalem

ტესტ