fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ქალმა ორი მძინარე შვილი მძარცველებისგან იხსნა

ინციდენტი დღეს გამთენიისას მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ქალი ხმაურმა გააღვიძა. დაახლოებით 04:00 საათისთვის მან გაიგონა, რომ ვიღაც აივნის კარის გატეხას ცხილობდა და განსაკუთრებით ანერვიულდა, რადგან მის ორ მცირეწლოვან შვილს ამ დროს ოთახებში ეძინათ.

ქალმა მაშინვე ყურადღება მოიკრიბა, ყველა ოთახში სინათლე აანთო, პოლიცია გამოიძახა და მანამდე მეზობლებისგან დახმარება ითხოვა. როგორც ჩანს, მისმა მოქმედებამ ქურდები შეაშინა, ისინი აივანზე ჩაძვრნენ და პირველი სართულიდან, უცნობი მიმართულებით გაუჩინარდნენ.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ, გამოძიების მიუხედავად, მათ კვალს ვერ მიაგნო. თუმცა, ჯერ კიდევ შესამოწმებელია მიმდებარე ტერიტორიაზე დაყენებული კამერები, რომელთა საშუალებითაც, შესაძლოა მათი ვინაობა დადგინდეს.

onalem

ტესტ