fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ქალაქ ელევსინას მერი დანით დაჭრეს

35 წლის შეიარაღებული მამაკაცი საბერძნეთის ქალაქ ელევსინას მერს, გიორგოს ცუკალოსს თავს დაესხა და დანით ორი ჭრილობა მიაყენა.

Skai-ს ინფორმაციით, ინციდენტი შუადღეს, მერის ოფისის ტერიტორიაზე მოხდა. დანით მიყენებული ორი ჭრილობით, ოფიციალური პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ თავდამსხმელი მერის ოფისის ყოფილი თანამშრომელია. ის დანაშაულის ადგილიდან გაიქცა, თუმცა, პოლიციამ მოგვიანებით დააკავა.

onalem

ტესტ