fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პოლიციასთან დაკავშირება უფასო SMS-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი

SMS- ის საშუალებით, მოქალაქეებს შეეძლებათ დაეკონტაქტონ პოლიციას ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით.

კერძოდ, მოქალაქეებს შეეძლებათ უფასო SMS-ის გაგზავნა ნომერზე 100, რომ პოლიციას საკუთარი პრობლემის  შესახებ ამცნონ. მათი ინფორმაცის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთი ტერიტორიის უსაფრთხოების დეპარტამენტს დაუკავშირდნენ, ხოლო პოლიციის პირდაპირი ჩარევისთვის, მათ შეუძლიათ სასწრაფოდ დარეკონ სამნიშნა ნომერზე 100 ან SMS გაგზავნონ იგივე ნომერზე.

საბერძნეთის პოლიციამ დღეს შეახსენა ყრუ-მუნჯებსა და სხვა მოქალაქეებს, რომ შესაძლებელია პირდაპირ და მდუმარედ, უშუალოდ დაუკავშირდნენ ე.წ. საბერძნეთის პოლიციის პირდაპირ სამოქმედო ცენტრს (100) SMS- ის მეშვეობით, მათი მობილური ტელეფონიდან, ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან.

მასთან დაკავშირებული ვიდეო ასევე გამოქვეყნდა სოციალური მედიის საშუალებით, რომელშიც წარმოდგენილია პროცესი, რომელსაც მიჰყვებიან პოლიციელები ამგვარი შეტყობინების მიღებისას.

 

onalem

ტესტ