fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: პოლიციამ ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ საქართველოს მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავა. როგორც ცნობილია, მან რამდენიმე საათში ქალაქ კავალაში 5 მანქანის გაქურდვა მოახერხა.

კერძოდ, 35 წლის მამაკაცმა დანაშაული 2017 წლის 9 დეკემბერს ჩაიდინა, თუმცა, როგორც პოლიცია აცხადებს, ის მარტო არ მოქმედებდა. წინასწარმა გამოძიებამ მისი თანამზრახველების ვინაობა ვერ დაადგინა.

მათ მოიპარეს 620 ევრო, სამკაულები, ორი სათვალე, მობილური ტელეფონი და გარკვეული საბუთები.

35 wlis საქართველოს მოქალაქის იდენტიფიცირება პოლიციამ ახლახანს შეძლო და ის დაკავებულია. სწორედ მან, გასულ იანვარში 39 წლის ბერძენ ქალს მოპარული მობილური ტელეფონი მიჰყიდა.

მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

გამოძიებას კავალას საოლქო პროკურატურა აწარმოებს.

onalem

ტესტ