fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: პოლიციამ ბავშვის გაყიდვისთვის დედა და მისი მშობლები დააპატიმრა

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი დედამ, ბებიამ და ბაბუამ 40, 000 ევროდ გაყიდეს. ისინი ვოლოსის სასამართლოში გუშინ წარსდგნენ და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

კერძოდ, 21 წლის ქალმა და მისმა მშობლებმა ბავშვი გასულ აპრილს გაყიდეს. ისინი ყველაფერს აღიარებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ამას კანონიერი გზით აკეთებდნენ და ბავშვის გაშვილება სურდათ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა, რომლის მიხედვითაც ბულგარეთის სამ მოქალაქეს, 21 წლის ახალგაზრდა ქალს და მის 52 წლის მშობლებს პოლიციის ორი თანამშრომელი შეხვდა, რომლებიც ჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ და უთხრეს, რომ ბავშვის ყიდვით იყვნენ დაინტერესებულნი. ისინი შეთანხმდნენ, რომ ბავშვს დაბადებისთანავე გაყიდდნენ და ამაში 40, 000 ევროს აიღებდნენ.

საბოლოოდ კი, სატელეფონო საუბრების საშუალებით მათ ლარისაში შეხვედრა დათქვეს და პოლიციელებს, რომლებიც თავს რიგით მოქალაქეებად ასაღებდნენ, ბავშვი გადახდილი თანხის სანაცვლოდ ჩააბარეს. სწორედ ამ დროს სხვა ოფიცრებმა, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებდნენ, ბავშვებით მოვაჭრე ოჯახი დააკავეს და გუშინ მათ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

onalem

ტესტ