fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პოლიციამ 9 წლის ბიჭს ბოლო წუთებში მიუსწრო და გადაარჩინა

შოკისმომგვრელი ინციდენტი კუნძულ ხიოსზე მოხდა. 9 წლის ბიჭს პოლიციამ ბოლო წუთს მიუსწრო და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სასტიკი ცემის კვალი აღენიშნებოდა.

კერძოდ, კუნძულის მიგრანტთა მიმღებ ცენტრში პოლიცია სწორედ მაშინ მივიდა, როცა 9 წლის ლტოლვილი ბავშვი თავის მოკვლას ცდილობდა.

9 წლის სირიელმა ბიჭმა პარასკევს ღამით, 22:00 საათისთვის, თავის ჩამოხრჩობა ხეზე, საკუთარი მაისურით სცადა. საბედნიეროდ, პოლიციამ ბავშვის გადარჩენა მოახერხა. ის კრიტიკულ მგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ბიჭი არ ხსნის რატომ სცადა თვითმკვლელობა, თუმცა, მის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებების გამო, პოლიცია ვარაუდობს, რომ ის ლტოლვილთა ცენტრში მყოფი სხვა პირებისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდიდა.

onalem

ტესტ