fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: პოლიცია მოუხელთებელ ქურდების ჯგუფს ეძებს

კრიმინალურმა გუნდმა უკვე რამდენიმე ქურდობა ჩაიდინა და ამისთვის მისი წევრები ჯერ არ დასჯილან.

პოლიცია ეძებს დამნაშავეთა ჯგუფს, რომელთაც, ამჯერად, ფარმაცევტული კომპანია ამოიღეს მიზანში, რომელიც მალაკასას რაიონში მდებარეობს.

19 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, კომპანიის შენობაში 5 ადამიანი შევიდა. ისინი იარაღით დაემუქრნენ მცველს, სეიფი გატეხეს და ძარცვის შემდეგ მანქანით გაუჩინარდნენ.

ხელისუფლება თვლის, რომ აღნიშნული ქურდობა უკავშირდება აღდგომის კვირას  Sklaveniti-ს სუპერმარკეტში მომხდარ ინცდენტს, რომელიც გალაცში მდებარეობს.

მიიჩნევენ, რომ ორივე შემთხვევა, ისევე როგორც ასპროპირგოსში მდებარე ქარხნის ქურდობა, ჩადენილია ერთი და იგივე კრიმინალური ჯგუფის მიერ.

onalem

ტესტ