fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: პირადი პრობლემების გამო ქალს საკუთარი სახლი გადაუწვეს

ინციდენტი ხანიაში, გვიან ღამით მოხდა. ცეცხლი გასულ ხუთშაბათს 02:30 საათზე გაჩნდა, მიზეზი კი პირადი უთანხმოება იყო.

კერძოდ, 45 და 55 წლის ძმებმა 51 წლის ქალის სახლის გნადგურება გადაწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ ისინი მსგავსი გზით გაუსწორდნენ მამაკაცს, რომელსაც, როგორც აღმოცნდა, 3 წლის წინ მანქანა დაუწვეს.

ადგილზე, ცეცხლის გაჩენის შემდეგ, 3 სახანძრო მანქანით 7 მაშველი მივიდა, თუმცა ქალის სახლი მთლიანად განადგურდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ძმებს 51 წლის ქალთან პირადი უთანხმოება ჰქონდათ. მათ მისგან ნაქირავები ჰქონდათ მაღაზია, თუმცა, ქირას არ იხდიდნენ. 45 წლის მამაკაცი დაკითხვის შემდეგ დააკავეს, თუმცა, პოლიციამ არ აიყვანა მისი 55 წლის ძმა, რადგან მას ჯანმრთელობი სერიოზული პრობლემები აქვს.

გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ძმებს 2015 წელს ჩადენილ დანაშაულშიც მიუძღვით ბრალი. მათ, ასევე პირადი პრობლემების გამო, მანქანა გადაუწვეს 52 წლის მამაკაცს.

მანქანა სრულიად განადგურდა, ასევე დაზიანდა მის გვერდით მდგომი სხვა მანქანებიც.

45 წლის ბრალდებული ხანიის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ