fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 26 წლის პატიმარი ციხეში კბილის ანთების გამო გარდაიცვალა

საბერძნეთის ციხეებში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე აქტიურად საუბრობენ სოციალურ ქსელში. 26  წლის პატიმრის გარდაცვალებას, რომელიც მალდრინუს ციხეში იხდიდა სასჯელს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მიზეზი, ნამდვილად, შოკისმომგვრელია: ახალგაზრდას კბილზე პრობლემა ჰქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სტომატოლოგი არ ჰყავთ, მას ანთება დაემართა და საბოლოოდ გარდაიცვალა.

26 წლის მალტეზო სოზოსს კბილი დიდი ხნის მანძილზე აწუხებდა და ამასთან დაკავშირებით მრავალჯერ განაცხადა. რამდენჯერმე მოითხოვა საავადმყოფოში გადაეყვანათ, თუმცა, მისი არცერთი თხოვნა არ დაკმაყოფილდა და სოზოსს მთელი სახე გაუსივდა.

მას შემდეგ, რაც პრობლემა სერიოზული გახდა, ის ლარისას ციხეში გადაიყვანეს. სწორედ იქ იპოვეს ის გარდაცვლილი სხვა პატიმრებმა.

გარდა ამისა, გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ მის დასაკრძალად საჭირო თანხები არ აქვთ.

onalem

ტესტ