fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: პასპორტების გაყალბებისთვის დაპატიმრებულია 9 უცხოელი და 1 ბერძენი

საბერძნეთის პოლიციამ Europol-ის დახმარებით მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც 9 უცხო ქვეყნის და 1 საბერძნეთის მოქალაქე დააკავეს. მათ საერთო ჯამში 1 მილიონი ევროს ღირებულების პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები ჰქონდათ გაყალბებული. ამ ყველაფერს კი, ცხადია, მიგრანტებზე ყიდდნენ.

ოპერაციის პირველ ეტაპზე, რომელიც სექტემბერში ჩატარდა, სამი პირი აიყვანეს, ხოლო მეორე ეტაპზე გასულ ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დანარჩენი 7 კრიმინალიც დააკავეს. ჩამორთმეულია ასობით გაყალბებული საბუთი.

გამომძიებლები დარწმუნებულნი არიან, რომ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერები ალბანეთის და ერაყის მოქალაქეები არიან.

პოლიციის ინფორმაციით, თითოეული გაყალბებული ბერძნული პირადობის მოწმობის ღირებულება 100-დან 240 ევრომდე განისაზღვრებოდა.

კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ატიკის სხვადასხვა რეგიონებში დააკავეს. მათ შორის არიან ერაყელები, 1 ალბანელი, 1 სირიელი, 1 ბანგლადეშელი და საბერძნეთის 1 მოქალაქე. ერაყის ერთ-ერთ მოქალაქეს ასევე ბრალად ედება შეიარაღებული ძარცვა.

პოლიციამ გაჩხრიკა მათ მიერ გამოყენებული 8 საცხოვრებელი ბინა, საიდანაც ამოიღეს: 7 პასპორტი, 4 პირადობის მოწმობა, 10 ბინადრობის ნებართვა, 3 კომპიუტერი, პრინტერი, 190 40 ევრო, 18 მობილური ტელეფონი და ყალბი საბუთების დამზადებისთვის საჭირო სხვა ქაღალდები.

მიგრანტები აღნიშნული საბუთებით სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილებას ცდილობდნენ. ასევე ცნობილია, რომ დოკუმენტის ღირებულებას იმის მიხედვით განსაზღვრავდნენ, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეს სურდა მისი აღება.

onalem

ტესტ