fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: პაკისტანელმა 29 წლის ქალი გააუპატიურა, ხოლო მისი მეორე ნახევარი დაჭრა

საშინელი ინციდენტი კორფუზე მოხდა. დაპატიმრებულია პაკისტანის მოქალაქე, რომელმაც თავისი ყოფილი პარტნიორი გააუპატიურა, ხოლო მისი ამჟამინდელი მეორე ნახევარი დანით დაჭრა.

კერძოდ, ვითარება შემდეგნაირია: 29 წლის ბრიტანელი ქალი 30 წლის პაკისტანელის ყოფილი პარტნიორია. საბერძნეთის პოლიციამ მამაკაცი გუშინ დილით დააკავა. ქალი და მისი 50 წლის ამჟამინდელი მეორე ნახევარი კი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

პოლიციისთვის 30 წლის პაკისტანელის ვინაობა აქამდეც ცნობილი იყო, ვინაიდან ის ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით იყო დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანელი კვირას თავისი ყოფილი 29 წლის შეყვარებულის სახლში მივიდა და მის 50 წლის პარტნიორს სამზარეულოს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი მამაკაცის დახმარებას ცდილობდა, თუმცა, 30 წლის პაკისტანელმა ის სცემა, შემდეგ კი გააუპატიურა.

როგორც ჩანს, მან ვერ აიტანა, რომ ქალი მას წარსულში დაშორდა და ახლა 50 წლის მამაკაცთან ჰქონდ ურთიერთობა.

ბრიტანელი მამაკაცის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმე რჩება, მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა,  ხოლო 29 წლის ქალს დაჟეჟილობები და სისხლჩაქცევები აღენიშნება.

30 წლის პაკისტანელს გაუპატიურება და მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

onalem

ტესტ