fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ორწლიანი სასჯელი 28 წლის გოგონას დაინვალიდებისთვის

კუნძულ კრეტაზე, ირაკლიოში მდებარე ვენიზელუს საავადმყოფოში მომუშავე ექიმს 2 წლიანი სასჯელი ელის.

კერძოდ, 2011 წელს, გოგონა, რომელიც კუნძულზე სასწავლებლად აგრინიოდან იყო ჩასული, ზურგის უეცარი ტკივილის გამო საავადმყოფოში მივიდა. ის აღნიშნულმა ექიმმა გასინჯა და უბრალო გაციების დიაგნოზი დაუსვა. ასევე, უთხრა, რომ საავადმყოფოში უნდა დარჩენილიყო და ემკურნალა.

გოგონამ, ცხადია, ექიმს დაუჯერა და საავადმყოფოში დიდხანს მკურნალობდა. თუმცა, საქმე ის არის, რომ მკურნალობა არასწორი იყო და დღეს 28 წლის მარიზა ეტლს არის მიჯაჭვული.

მას 92%-ით აქვს დაქვეითებული მოძრაობის უნარი.

მარიზას ადვოკტმა საჩივარი სასამართლოში შეიტანა და ექიმს უყურადღებობის ფონზე, სხვისი სხეულის სერიოზული დაზიანებისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ყოველგვარი შემამსუბუქებელი გარემოებების გარეშე.

onalem

ტესტ