fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: ორსულ ქალს მუცელზე იარაღი მიადეს და გასროლით ემუქრებოდნენ

ორსულმა ტონია ბილანაკიმ ტელევიზიით ისაუბრა იმ კოშმარის შესახებ, რომელიც გუშინ დილით გადახდა თავს. ის კამერების წინ ცრემლებს ვერ იკავებდა.

ქალი კოროპში ცხოვრობს. მისი თქმით, დაახლოებით 09:00 საათზე ის საბავშვო ბაღიდან დაბრუნდა, სადაც თავისი უფროსი შვილი დატოვა.

როგორც ის ANT1-ზე აცხადებს, ბილანაკიმ ეზოდან ხმაური გაიგო, თუმცა, დარწმუნებული იყო, რომ მებაღეები იყვნენ და სამუშაოს დაწყებას აპირებდნენ. თუმცა, რამდენიმე ხანში ორი ყაჩაღის წინაშე აღმოჩნდა. ისინი სახლის კარის გატეხას ცდილობდნენ.

ქალი თმით დაიჭირეს და ვინაიდან დაინახეს, რომ ორსულად იყო მუცელზე იარაღი მიადეს და გასროლით ემუქრებოდნენ.

ბილანაკიმ მათ უმუშევრობის ბარათი აჩვენა და ცდილობდა აეხსნა, რომ თანხა არ ჰქონდა, თუმცა, ყაჩაღებმა ის სცემეს, ოქროულობა წაიღეს და გაუჩინარდნენ.

იხილეთ რეპორტაჟი:

onalem

ტესტ