fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ორ ჯიჰადისტს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

შვედეთის ორ მოქალაქეს (მათ შორის ერთს აქვს ოფიციალური მოქალაქეობა, ხოლო მეორე იემენის მოქალაქე, რომელსაც აქვს შვედეთში ბინადრობის ნებართვა), რომლებიც საბერძნეთში გასული წლის იანვარში დააკავეს, 12 მაისს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვენენ და ინახავდნენ სამხედრო საგნებს.

ეს ინფორმაცია შვედეთის რადიომ გაავრცელა და დასტურდება ადვოკატების მიერ. ის ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად არის მოტივირებული.

დაკავებულებიდან ერთ-ერთი ბოსნიაში დაბადებული 30 წლის მამაკაცია, რომელსაც აქვს შვედეთის მოქალაქეობა, ხოლო მეორე 21 წლის იემენის მოქალაქეა, რომელსაც აქვს შვედეთში ბინადრობის უფლება. ისინი 2016 წლის იანვარში საბერძნეთის ქალაქ ალექსანდროპულში, თურქეთის საზღვართან ახლოს დააკავეს. მათ საკუთარ ბარგში ედოთ დანები, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა და სამხედრო ფორმები.

საბერძნეთის პოლიციას ჰქონდა ეჭვი, რომ ისინი სირიაში მიდიოდნენ, რათა ტერორისტულ ორგანიზაცია ”ისლამურ სახელმწიფოს” შეერთებოდნენ.

onalem

ტესტ