fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ოჯახი, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იხსნა

ათენსა და თესალონიკში, ორ სხვადასხვა საავადმყოფოში, სიკვდილს ორი, ერთი და იგივე ასაკის, დაახლოებით 60 წლამდე, მამაკაცი ებრძოდა. მათ თირკმლის გადანერგვის სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდათ და როგორც წესი, შესაფერის დონორს პაციენტები წლების მანძილზე ელოდებიან. ძალიან ცოტა მათგანს თუ ხვდება წილად ბედნიერება შესაბამის დროს იპოვონ ისინი და ყველაფერი კარგად დასრულდეს.

აღნიშნული მოვლენების პარალელურად ლამიას ერთ-ერთ საავადმყოფოში მამაკაცს ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავდა, რომ ის სუნთქავდა, მხოლოდ მისი მდგომარეობა შექცევადი იყო და დაბრუნების შანსი თითქმის არ არსებობდა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახისთვის დანაკარგი დიდი ტკივილისა და სასოწარკვეთის მომტანი იყო, მათ საკუთარ თავში იპოვეს ძალა და გამბედაობა, ისინი დათანხმდნენ, რომ სრულიად უანგაროდ, მათი ოჯახის წევრის თირკმელები იმ ორი მამაკაცისთვის გადაენერგათ, რომელთაც ეს მოცემულ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. გამომდინარე იქიდანაც, რომ ტვინის სიკვდილის დიაგნოზის მქონე მამაკაცის თირკმელები აბსოლიტურად შესაბამისი იყო აღნიშნული ორი პეციენტისთვის.

ლამიას საავადმყოფოს ქირურგების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, თირკმელები ათენსა და თესალონიკში გადაიგზავნა და ორივე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

დონაცია დღემდე რჩება ყველაზე ჰუმანურ, ალტრუისტულ ქმედებად კაცობრიობაში.

onalem

ტესტ