საბერძნეთი: “ოჯახი მეზობელს 500 ევროს გადაუხდის ყოველ ჯერზე, როცა მათი შვილები იხმაურებენ”

უპრეცენდენტო შემთხვევის შესახებ ცნობილი ახლახანს გახდა. გადაცემაში, “Μετά Τα Μεσάνυχτα”, ორი მცირეწლოვანი შვილის დედამ ისაუბრა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, მისი და მისი მეზობლის დავასთან დაკავშირებით.

ოჯახი ახლა სახლის გასაყიდად და სხვაგან გადასასვლელად ემზადება.

“ჩვენ ეს ბინა ვიყიდეთ და მეორე სართულზე ვცხოვრობთ. ერთხელ ოჯახური წვეულება გვქონდა, დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე მეზობელი მოვიდა საჩივრით, რომ ვხმაურობდით. სახლი ნამდვილად არ არის ისეთი, რომ ხმა არ გავიდეს, მაგრამ ჩემი შვილები წყნარები არიან. საუბარი მშვიდად დავიწყეთ, მაგრამ სასამართლოთი დავასრულეთ.

როგორც კი ჩემი შვილები ოდნავ ხმაურობდნენ, ის ჭერზე კაკუნს იწყებდა, რისიც ჩემს გოგონებს ეშინოდათ, რადგან ეს იმდენად ძლიერი იყო, რომ რამდენჯერმე მიწისძვრა ეგონათ და საწოლის ქვეშ იმალებოდნენ.

მეზობელი საჩივარში ამბობს, რომ მე “სიჩუმის საათებს” არ ვიცავ და სახლი სათამაშო მოედნად არის გადაქცეული. გარდა ამისა, წერს, რომ ხშირად ვყრი იატაკზე ნივთებს და გადავაადგილებ ავეჯს. 

პირველ პროცესზე მან გაიმარჯვა, მოიყვანა მოწმე, რომელმაც მისი ძალიან ბევრი ტყუილი დაადასტურა. თქვა, რომ ჩვენ პრობლემატური ოჯახი ვართ, რომ ბავშვები ბევრს ხმაურობენ, მუსიკა კი მთელი დღის მანძილზე გვაქვს ჩართული.

გავიყინე, როცა გავიგე, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. შემატყობინეს, რომ ყოველ ჯერზე, როცა კი ჩემი შვილები იხმაურებენ, მას 500 ევრო უნდა გადავუხადო,” ამბობს დესპინა ოდაძი.

melano

ტესტ