fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ოფთალმოლოგთან მისული პაციენტი კარდიოლოგმა გასინჯა

ლამიას საავადმყოფოს ახალგაზრდა მამაკაცი უჩივის, რომელიც გვიან ღამით თვალის პრობლემის გამო ოფთალმოლოგთან მივიდა. ის აღწერს, თუ საშინელი მდგომარეობაა საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემაში და რა ხარვეზები არსებობს.

კერძოდ, როდესაც ახალაზრდამ ოფთალმოლოგი მოითხოვა, ის გასინჯა ექიმმა, რომელიც საბოლოოდ კარდიოლოგი აღმოჩნდა. ფაქტი იყო ის, რომ საავადმყოფოში თვალის ექიმი არ არსებობდა.

”მე უბრალოდ ლამიას საავადმყოფოში წავედი, რადგან თვალის ანთება მქონდა და ძალიან მაწუხებდა. იქ ოფთალმოლოგი არ იყო და გამორეცხვა კარდიოლოგმა გამიკეთა, თუმცა, პრობლემა, ცხადია, რომ არ მოგვარდა. სირცხვილია ეს ყველაფერი.  ეს მხოლოდ ამ დღეს არ ყოფილა, ექიმი იქ არც შემდეგ დღეებში იქნება. ამიტომ მე მიწევს წავიდე კერძო ექიმთან და გადავიხადო 40-50 ევრო მაშინ, როცა სადაზღვევოში ვიხდი თანხას. რისთვის ვაკეთებ ამას, თუკი მაინც კერძო ექიმთან უნდა წავიდე. ისინი უბრალო პრობლემასაც კი ვერ უმკლავდებიან,” აცხადებს ახალგზრდა მამაკაცი.

ისმის კითხვა: რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს თვალის ბევრად სერიოზული პრობლემით ამ საავადმყოფოში აღმოჩნდება?! ამასთანავე ამ ადამიანს ექნება სრული სადაზღვევო პოლისი, რომელსაც ფიზიკურად ვერ გამოიყენებს?!

onalem

ტესტ