საბერძნეთი: მთავრობა გადასახადების შემცირებას გეგმავს

საბერძნეთის მთავრობამ და საერთაშორისო კრედიტორებმა შეთანხმებას მიაღწიეს. კრედიტორები დათანხმდნენ მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებას, რომ კორპორატიული გადასახადები 2020 წლისათვის 3%-დან 26%-მდე შემცირდება. მხოლოდ, ამ თანხმობას თავისი პირობები აქვს. გადასახადები დაიწევს, თუ მთავრობა განახორციელებს კრედიტორების მიერ დაწესებული რეფორმებს.

მთავრობა თანახმაა აღნიშნული რეფორმების პაკეტის განხორციელებაზე, ვინაიდან ეს დაეხმარება ქვეყნის ეკონომიკას და მას ვალისგან გაათავისუფლებს. 2020 წელს მთავრობა მიიღებს გარკვეულ ზომებს და მოახდენს ბიზნესის სტიმულირებას, დამატებითი შემოსავლებისთვის.

გარდა იმისა, რომ შემცირდება კორპორატიული გადასახადი, დაიკლებს საშემოსავლო გადასახადის ბარიერიც. ასევე, დაგეგმილია ქონებრივი გადასახადის შემცირება მათთვის, ვისაც ქვეყანაში დაბალი ან საშუალო შემოსავალი აქვს. ხოლო მათთვის, ვისი შემოსავალიც 8,600 ევროდან 20,000 ევრომდეა, 2%-დან 20%-მდე შემცირდება.