fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: მშობლების განქორწინების გამო 18 წლის გოგონამ თავი მოიკლა

სასწრაფო დახმარების ექიმი შოკისმომგვრელ ჩვენებას აძლევს, თუ როგორი იყო გოგონას სიცოცხლის ბოლო წუთები მათ მანქანაში. როგორც ჩანს, მან მშობლების დაშორება და პირად ურთიერთობაში იმედგაცრუება ვერ აიტანა.

ინციდენტი ახაიაში მოხდა, როდესაც 18 წლის მარიამ საკუთარ სახლში, უმცროსი ძმების, ბებიისა და ბაბუს გარემოცვაში, ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. ოჯახის წევრებმა გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა, ვერასოდეს იფიქრებდნენ, რომ მათ შვილიშვილს საკუთარი სიცოცხლის მოსპობა შეეძლო.

სასწრაფო დახმარების ექიმების განცხადებით, გოგონამ ჭრილობა გულმკერდის არეში მიიყენა, თუმცა, ის ადგილზე არ გარდაცვლილა, არამედ სწორედ სასწრაფო დახმარების მანქანაში, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ისინი საავადმყოფოში მივიდოდნენ.

როგორც ექიმი ამბობს, ის, ვიდრე ცოცხალი იყო, თავის ოჯახს ბოდიშს უხდიდა, იმისთვის, რაც მოიმოქმედა. ეს მისი ბოლო სიტყვები იყო.

სამწუხაროდ, მარიას ჭრილობა იმდენად სერიოზული იყო, რომ მალევე გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ 18 წლის გოგონა მამასთან, ბებია-ბაბუასთან და ძმებთან ერთად ცხოვრობდა, მისი დედა კი ეგიოში. მისთვის მშობლების დაშორება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა და ამას ის ასაკობრივი ფონიც დაემატა, რომლის დროსაც მოზარდებს ნეგატიური ფიქრები ხშირად აწუხებთ.

მეგობრების თქმით, მარიას ცოტა ხნის წინ პირად ურთიერთობაშიც ჰქონდა იმედგაცრუება.

გოგონამ ფსიქოლოგიურ ტრამვას ვეღარ გაუძლო და თავის მოკვლა გადაწყვიტა.

onalem

ტესტ