fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მოსწავლეთა შორის ჩხუბი 16 წლის გოგონას საავადმყოფოში გადაყვანით დასრულდა

კრეტაზე, კერძოდ, ხანიის ერთ-ერთ სკოლაში, მოსწავლეებს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა.

სკოლის გარეთ რამდენიმე მათგანმა, ფაქტობრივად, ხელჩართული ბრძოლა გამართა.

ინციდენტის ზუსტი მიზეზები ამ დრომდე უცნობი რჩება.

როგორც ცნობილია, რამდენიმე მოსწავლე 16 წლის თანაკლასელს დაესხა თავს, რის შედეგადაც გოგონა დაშავდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს თავად სკოლის ხელმძღვანელობაც იძიებს.

onalem

ტესტ