საბერძნეთი: მოსწავლემ თანაკლასელი თავის არეში გასაღებით დაჭრა – Georgians.gr

საბერძნეთი: მოსწავლემ თანაკლასელი თავის არეში გასაღებით დაჭრა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის ერთ-ერთ სკოლაში მაღალკლასელმა მოსწავლემ თანაკლასელი თავის არეში მძიმედ დაჭრა.

კერძოდ, როგორც patrastimes.gr იტყობინება, ორ მოზარდს შორის სერიოზული შელაპარაკება მოხდა. კამათის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი მათგან საპირფარეშოში წავიდა.როგორც ჩანს, მეორემ ამით ისარგებლა და დაელოდა, როდის გამოვიდოდა ბიჭი. როგორც კი მან საპირფარეშოს კარი გააღო, მისმა თანაკლასელმა თავში გასაღებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ამ ყველაფრის შედეგად, დაჭრილს თავიდან სისხლდენა დაეწყო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მას ნაკერები დაადეს თავისა და თვალის არეში.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მოსწავლე მშობლებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში წავიდა და თანაკლასელის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

melano

ტესტ