fbpx
რელიგიასაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: მორწმუნეები ეკლესიის ყუთებში თანხას აღარ ყრიან

”მოხშირდა შემთხვევები, როდესაც ეკლესიის ყუთებში ადამიანები ყრიან დრაჰმებს, სხვადასხვნაირ მონეტებს და საერთოდ ყველაფერს, რაც კი შეიძლება გაგონილი გქონდეთ, გარდა თანხისა. საუბედუროდ, ისინი არიან მორწმუნე და კარგი ქრისტიანები, რომლებსაც ფული არ აქვთ, თუმცა სოლიდარობის გამოცხადება სურთ,” აცხადებს ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი ეკლესიის მღვდელი ”Ελευθερία του Τύπου”-სთან საუბარში.

ჟურნალში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეკლესიებში განთავსებული ყუთებიდან მიღებული შემოსავალი 70%-ით შემცირდა. 2017 წელს სოფელში ასეთი მცირე რაოდენობის შემოსავალი პირველად დაფიქსირდა.

სტატიის მიხედვით, გამონაკლისი მხოლოდ თესალონიკია, სადაც მორწმუნეები ეკლესიისთვის თანხას გულუხვად იმეტებენ.

”შემოსავლების შემცირება რეალობაა. ადამიანებს თანხა აღარ აქვთ და ყუთებში ბანკნოტებსაც ვეღარ ვხედავთ, თუმცა, მსოფლიო მაინც არ გაჩერებულა და სწირავენ იმ მცირედსაც, რაც შეუძლიათ,” ამბობს მიტროპოლიტი დიმიტრიადოსი.

onalem

ტესტ