fbpx
საბერძნეთისაბუთები

საბერძნეთი: მოქალაქეობის მიღების პროცესი უფრო მარტივი ხდება

საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების შედარებით გამარტივებას გულისხმობს.

გამარტივება ძირითადად მოიცავს პროცედურის ხანგრძლივობის განახევრებას. ვინაიდან, როდესაც კანდიდატი განაცხადს აკეთებს, მას გასაუბრებაზე 4 წლის შემდეგ ბარებენ. შემდეგ, 2 წელი საჭიროა იმისთვის, რომ მან გამოცდები ჩააბაროს და საბოლოოდ ფიცი დადოს. ანუ საბოლოო ჯამში, პროცესი 6 წლის მანძილზე მიმდინარეობს.

ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელი პროცედურების გავლას მხოლოდ 3 წელი დასჭირდება.

ცვლილებები ეხება გასაუბრების წესებსაც: ამ დრომდე კანდიდატს სპეციალური კომისიის წინაშე უწევდა ზეპირი გასაუბრების გავლა, ხოლო ახლა წესი შეიცვლება და მსურველებს გასაუბრების გავლა წერილობითი სახით შეეძლებათ.

გამოქვეყნებული იქნება 300 კითხვა თავისი პასუხებით. ხოლო გამოცდაზე მოცემული კითხვებიდან კანდიდატი ირჩევს 20-ს.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ცვლილებები არ ეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთაც ბერძნული განათლება მიიღეს ან საბერძნეთში დაიბადნენ, ვინაიდან, მათთვის ეს პროცესი ისედა ძალიან მარტივია.

2017 წელს საბერძნეთის მოქალაქეობა 3, 426 მეტმა ალბანელმა მიიღო, საერთო ჯამში კი ასეთი ადამიანების რაოდენობა 33 718-ს შეადგენს.

თუ გსურთ რომ დაიწყოთ საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების პროცესი, მაშინ შეავსეთ აღნიშნული ფორმა და საადვოკატო ბიურო, advalaw-დან დაგიკავშირდებიან: 

    შესავსები ფორმა

    მისამართი: სოფოკლეუს 7-9
    სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევამდე. დილის 9-დან საღამოს 5-მდე
    ტელეფონი: 211-1054100

    წყარო: https://www.dikaiologitika.gr/eidhseis/koinonia/197241/allazei-i-diadikasia-apoktisis-tis-ithageneias

    onalem

    ტესტ