fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: მიწისძვრის გამო 120-მდე ბინა ცხოვრებისთვის უვარგისად დასახელდა

ზაკინთოსზე მომხდარი 6.4 ბალიანი “ოქტომბრის დიდი მიწისძვრის” შედეგად დაზარალებული შენობების აუდიტორული შემოწმება დასასრულს მიუახლოვდა.

ზაკინთოსის მუნიციპალიტეტისა და კომპეტენტური ორგანოების მონაცემებით, შემოწმებული 250 ნაგებობიდან 120 საცხოვრებლად უვარგისია. შემოწმების პროცესი იმავე შუადღეს დაიწყო, როდესაც მიწისძვრა მოხდა. აუდიტის ჯგუფი ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროდან მოწვეული კვალიფიციური ინჟინრებითა და არქიტექტორებით დაკომპლექტდა.

დაზიანებული შენობების რიცხვი საკმაოდ მაღალია. გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე სერიოზული პრობლემები კალამაკიში, ლაგანასში, ლითაკიაში, კერიში, მახერადოსა და ლაგოპოდოში გამოვლინდა.

onalem

ტესტ