fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

საბერძნეთი: მიწისძვრამ გაანადგურა სახლები, მოკლა ქალი და ქუჩაში დატოვა უამრავი ადამიანი

კუნძულ ლესვოსზე გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად, მიგრანტთა კარვები სრულიად განადგურდა. ხელისუფლებამ 40 კარავი გააგზავნა – თითოეული 10 ადამიანისთვის. ასევე გამოიყო 2000 ბოთლი წყალი. დღეს სკოლები და ბაღები არ მუშაობს. ხალხს გადარჩენილ სახლებში დაბრუნების ეშინია.

მიწისძვრის შედეგად 45 წლის ქალი გარდაიცვალა, 15 დაშავდა, ხოლო 500 ადამიანს საკუთარ სახლში დაბრუნება არ შეუძლია.

სეისმოლოგები აღნიშნავენ, რომ დღის მანძილზე 4 ბალი სიძლიერის ბიძგები განუწყვეტლივ მიმდინარეობდა. თუმცა, მთავარი დარტყმა კუნძულს 6,4 ბალი სიძლიერის მიწისძვრამ მიაყენა. ექსპერტები წინასწარ პროგნოზებს ვერ აკეთებენ.

onalem

ტესტ